ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნდა | 18.08.2021

ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნდა. მათი ევაკუაცია უნგრული მხარის დახმარებით განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. მათი თქმით, საქართველოს მტავრობა ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს. საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.