ოპოზიციის კანდიდატების წარდგენის შემდეგ “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებაში დარმუნებულია. მმართველი პარტიის წევრების შეფასებით ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები “ქართული ოცნების” კანდიდატებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. ხელისუფლება ოპონენტებს კანდიდატების გარდა წინასაარჩევნო კამპანიასაც უწუნებს.