იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა კოვიდ-ბარათების გაცემა დაიწყო. მომხმარებელს კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია დამოწმდება. კოვიდ-ბარათის აღება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. მომსახურების მიღება, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრები დოკუმენტის გაცემის პროცესს ერთობლივად აკვირდებოდნენ. რატი ბრეგაძემ და ეკატერინე ტიკარაძემ თბილისის იუსტიციის სახლში ახალადდანერგილი სერვისით თავადაც ისარგებლეს და კოვიდბარათები აიღეს.