პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო რესტორანი დალუქა | 16.08.2021

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი დალუქა.  გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტი  „ჩვენებური“- ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ აგრძელებდა ეკონომიკურ საქმიანობას.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იზოლაციის ან კარანტინის წესის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას  სამ წლამდე ვადით.