არჩევნებამდე 47 დღით ადრე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები წარადგინა. ამომრჩეველს პარტიის გადაწყვეტილება თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გააცნო. ყველაზე მსხვილ პარტიაში ამბობენ, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ისტორიული მნიშნველობისაა. “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, მერობისთვის ზუგდიდში ანზორ მელია იბრძოლებს. ქუთაისში მერობის კანდიდატად წარდგენილია ხატია დეკანოიძე, მცხეთაში – ზაალ უდუმაშვილი, რუსთავში – დავით კირკიტაძე, თელავში – გიორგი ბოტკოველი, ბათუმში კი გიორგი კირთაძე.