წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია, თუმცა პარტიების ნაწილი, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ისევ არ ჩქარობს. ვინ იქნება თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, რომელსაც “ევროპული საქართველოს”, “დროას” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა ექნება. კანდიდატი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დღეს უნდა დასახელდეს. პარტიის მხარდაჭერები ვიცე-მერობის კანდიდატს პრაიმერის საშუალებით ირჩევენ. კენჭისყრა 20:45 საათზე დასრულდება. ვიცე-მერობის კანდიდატებს შორის არიან იმედა კლდიაშვილი, ცოტნე კობერიძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ხმის მიცემა გირჩის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს.
ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის “სტრატეგია აღმაშენებლიდან” და “ლელოდან”, ისევ უცნობია. საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანებას ორივე პარტიაში გამორიცხავენ და უახლოეს მომავალში საზოგადოებას საკუთარ კანდიდატებს წარუდგენენ. “სტრატეგია აღმაშენებელი” კანდიდატებს სექტემბრიდან დაასახელებს.
ფაქტს, რომ ოპოზიციას საკუთარი კანდიდატები ჯერ კიდევ არ დაუსახელებია, მმართველ გუნდში შიდა შეუთანხმებლობასა და არაორგანიზებულობას უკავშირებენ.”ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებში უპირობო გამარჯვება ექნებათ.
15 აგვისტოს “ევროპული საქართველო” “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”, ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთობლივად წარადგენენ. თბილისში “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ კანდიდატებს არ წარადგენს. მერობის კანდიდატად უკვე წარდგენილია ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის – ელენე ხოშტარია იბრძოლებს, ხოლო დღევანდელი პრაიმერისით ცნობილი გახდება ვიცე-მერობის კანდიდატი.