ღარიბაშვილი თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მის გაპრემიერებამდე იყო | 11.08.2021

კორონავირუსით გარდაცვალების  მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერი ფიქრობს, რომ დღეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ეს 5 თვის წინ იყო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი მეთაურობით მთავრობამ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა შემოიტანა, ეკონომიკური ზრდა კი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. პრემიერის თქმით, მისი წინამორბედის მიერ შემოღებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა საზოგადოებაში პესიმიზმი შემოიტანა.