COVID-1-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოში. ვაქცინაცია სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს – 20 მეტყევეს, ახალციხის “ევექსის” რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდათ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.