მედიკამენტებზე გზრდილი ფასები და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მონოპოლიური ბიზნესი | 09.08.2021

მედიკამენტებზე გზრდილი ფასები და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მონოპოლიური ბიზნესი  კოალიცია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერებმა დღეს, კანცელარიასთან გააპროტესტეს. კახა კუკავა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ მედიკამენტებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას ამორალურს უწოდებს. ამბობს, რომ თუ  ქვეყნების ჩამონათვალს,  საიდანაც საქართველოში მედიკამენტები შემოდის,  თურქეთი დაემატება,  წამლების ფასი 80%-ით შემცირდება. მისი თქმით ამას მხოლოდ პრემიერ მინისტრის თანხმობა  სჭირდება. შესაბამისი მოთხოვნით წერილი  კოალიციამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეიტანა.