გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს აგრძელებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები – 18 მეტყევე სოფელ რუხის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა. თანამშრომლებით თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და პანდემია სრულად დამარცხდეს.