დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს – რაზე შედგა შეთანხმება | 07.08.2021

უკვე რამდენიმე საათია თბილისის ქუჩებში ნაგვის ურნები ნარჩენების რაოდენობას ვეღარ იტევს, რის გამოც ნაგავი მის გარშემო ყრია. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებმაც სამუშაო პირობების და ხელფასის გამო გაფიცვა გუშინ გამოაცხადეს, პროტესტი უკვე შეწყვიტეს, თუმცა ქუჩების დასუფთავება სრულად  ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

“სამწუხარო გაუგებრობა” – ასე აფასებს თბილისის მერის მოადგილე მემანქანეების პროტესტს. ილია ელოშვილი ამბობს, რომ ყველა გაფიცულმა მუშაობა უკვე აღადგინა, თუმცა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში მათი ყველა მოთხოვნა შესრულდება, მათ შორის შრომის ანაზღაურების ზრდა.