ვნახეთ ჩაფლავებული აქციები , ცოცხალ ჯაჭვში რგოლებად დავეხმარებით – თეა წულუკიანი | 06.08.2021

თეა წულუკიანი აქციის მონაწილეების მიერ მუზეუმთან გაკეთებულ ჯაჭვს ცინიკურად ეხმიანება და ამბობს, რომ თუ მომავალში აქციის მონაწილეებს ჯაჭვის შექმნა დასჭირდებათ, “დაეხმარება” და რგოლებად იმუშავებს.

გუშინ პუშკინის სკვერში და  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქციები გაიმართა, რომელზეც მუზეუმის გარშემო არსებული  გაუმჭვირვალე პროცესები გააპროტესტეს. კულტურის მინისტრის ბრძანებით, ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია დაიწყო. სამინისტრო მუზეუმის მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს შენობა  დაცალოს. თუ სად გადავა ექსოინატები ამ ეტაპზე უცნობია.