დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტი – რას ითხოვენ გაფიცულები | 06.08.2021

“თბილსერვის ჯგუფსა” და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელფასის ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, თუმცა კომპანიის თქმით ეს მხოლოდ შემდეგი წლიდან მოხდება. ადამიანებმა, რომლებიც თბილისის სისუფთაფთავზე და წერიგზე ზრუნავენ, გაფიცვა დღეს დილით გამოაცხადეს, პროტესტის ნიშნად გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს.

გაფიცულების მოთხოვნები მოისმინეს, თუმცა პირობების შესრულებას არ ჩქარობს “თბილსერვის ჯგუფი”. კომპანიაში ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულება, სავარუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება. დასაქმებულებს მუშაობის ძველ გრაფიკზე გადასვლა უკვე შესთავაზეს, თუმცა გაფიცულები  ანაზღაურების გარზდამდე სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ.