კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ საგანგაშო ნიშნულზეა- გაზრდილია გარდაცვლილთა რიცხვიც | 05.08.2021

კორონავირუსის სტატისტიკა კვლავ საგანგაშო ნიშნულზეა- გაზრდილია გარდაცვლილთა რიცხვიც – ბოლო 24 საათში 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი. სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში დელტა შტამი დომინანტური ხდება და ინდური შტამი ბრიტანულ შტამს ანაცვლებს. დადასტურებულია დელტა + ახალი შტამის 10 შემთხვევაც. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქი და ბათუმია. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაევალათ, სამშაბათისთვის კონკრეტული რეკომენდაციები მოამზადონ.

საკორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგებმა ახალი რეკომენდაციები წარადგინეს. მათი თქმით, აუცრელებისათვის შეზღუდვები უნდა იყოს, ხოლო ვაქცინირებულებისთვის არა. ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ინიციატივიაა, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80% სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს.

ექიმების ვაქცინაციის საკითხზე დღეს დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ექიმები, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, ექიმთა ეთიკურ კოდექსს, ანუ ჰიპოკრატეს ფიცს არღვევენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. პაატა იმნაძე შვილის, ლიზი იმნაძის, ვაქცინაციას თავადაც დაესწრო. იმნაძსის თქმით Pfizer-ის ვაქცინით ორსულების აცრა აქტიურად მიმდინარეობს.