ემუქრება თუ არა საფრთხე ქვეყნის მიერ 2017 წელს მოპოვებულ ვიზალიბერალიზაციას – ევროკომისიის ანგარისში საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს. ჩამონათვალშია თავშესაფრის მთხოვნელი ადამიანების დიდი რიცხვი, სასამართლო რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოს ევროპასთან სულ უფრო აშორებს. მმართველი კი გუნდი აღიარებს, რომ უვიზო რეჟიმის შენარჩუნებას მთავრობის მხრიდან მუდმივი ძალისხმევა სჭირდება.