რუსეთის აგრესიიდან მე-13 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ნიუ-იორკში დახურულ სხდომაზე განიხილეს. უკანონი ბორდერიზაცია, გატაცებები, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევები – პარტნიორებმა ამ დანაშაულებების გამო, რუსეთი გააკრიტიკეს და ის საერთაშორისო სამრთლის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. სხდომაზე მომხსენებელი, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, მიროსლავ იენჩა იყო. სხდომის დასრულების შემდგომ სპეციალური განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიისა, ნორვეგიის, საფრანგეთის და ალბანეთის წარმომადგენლებმა.