ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა და მასში დაცული ქართული კულტურის საგანძური საფრთხეშია – ამ მიზეზით აქცია ხელოვნების მუზეუმის და ოქროს ფონდის გადასარჩენად დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმთან კიდევ ერთხელ გაიმართა. მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები, ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები თეა წულუკიანის იმ გადაწყვტილებას აპროტესტებენ, რომლითაც მუზეუმიდან უნიკალური ექსპონატების ევაკუაცია დღეიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად და რა პირობებში განთავსდება ისტორიული ექსპონანტები. აქციაზე მყოფი პირები მოითხოვენ მუზეუმის რესტავრაციასა და აღნიშნული პროცესის შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობას.