2021 წელს, მხოლოდ 6 თვეში “ქართული ოცნების” დეპუტატების ვიზიტებზე დახარჯულმა თანხებმა 283 000 ლარი შეადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სამივლინებო ხარჯები ჯამში 313,000 ლარია , რომლის 91% “ქართული ოცნების” დეპუტატებზე დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის, კახა კუჭავას და მაკა ბოჭორიშვილის მივლინებებმა ჯამში 119,606 ლარი დაიხარჯა.