ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი დღეს ოფიციალურად შეიტანა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დევს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” განცხადებები. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ოქტომბერში “ქართული ოცნების” მმართველობა დასრულდება.