გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და კორონა ვირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი | 04.08.2021

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და კორონა ვირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში , ქვეყანაში COVID-19-ის 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისი კვლავ კორონავირუსის შემთხვევების ეპიცენტრია – დედაქალაქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 1924 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი – აჭარაშია. დადებითობის დღიური  მაჩვენებელი, უკვე დიდი ხანია, 8% მაღალია, რის გამოც ქვეყანა შესაძლოა შეზღუდვების გამკაცრების საფრთხის ქვეშ დადგეს.

ეპიდემიოლოგები  ვირუსის უკონტორლო გავცელებას რეგულაციების შემსუბუქებას და ვაქცინაციის ნელ პროცესს უკავშირებენ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებას ურჩევენ. მათი თქმით, ქვეყანაში ახალი ინდური შტამი ცირკულირებს, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება. ამბობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი, ინიფიცირების ასეთ მაჩვენებლებს მალე ვერ გაუძლებს.