აშშ საქართველოს 30 მლნ. დოლარის „ჯაველინის“ რაკეტებს და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობას მიყიდის | 04.08.2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს 30 მილიონი ამერიკული  დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტები და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა მიყიდოს. საუბარია  ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 გამშვები დანადგარის შესყიდვაზე. საჭირო სერტიფიკატი, რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს, უკვე გაცემულია. შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით.

“აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს”– ნათქვამია შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს პრესრელიზში.