ილია მეორე ირაკლი ღარიბაშვილს და თეა წულუკიანს ანჩისხატთან დაკავშირებით მიმართავს. პატრიარქი სახელმწიფოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ხატისთვის ანჩისხატში დამზადებულია სპეციალური ვიტრინა.
“მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად,”-ვკითხულობთ წერილში.
საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე პატრიარქის 2 აგვისტოს წერილი განთავსებული არ არის. მას ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ორგანიზებულ აქტივისტთა ჯგუფი ავრცელებს.