2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა | 02.08.2021

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა-განცხადება დღეს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.  სოფიო გორგოძის თქმით, წელს გამოცდები განსაკუთრებით ხანგრძლივი საგამოცდო პროცესით გამოირჩეოდა, რადგან პანდემიიდან გამომდინარე ჯამში 47 საგამოცდო სესია ჩატარდა.რაც შეეხება გამოცხადებას, აბიტურიენტების 94% გამოცდაზე დროუკლად გამოცხადდა. დაფიქსირდა დაგვიანების 70-მდე ფაქტი და გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევები.