ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, მოქალაქეებს აცრების დროული გაკეთება ურჩია. მის თქმით, ეკონომიკური ზრდა სწორედ ვაქცინაციის ტემპზეა დამოკიდებული და ქვეყანა, მორიგ ე.წ ლოქდაუნს უვე ვეღარ გაუძლებს.
მთავრობის სხდომაზე მმართველმა გუნდმა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა დაარეგისტრირა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა.