სკანდალური ჩანაწერები, რომელმაც სისტემა ღიად ამხხილა – სუს-ი ბრალდებებს უარყოფს | 02.08.2021

სუსის სკანდალური ჩანაწერები, რომელიც სისტემის მუშაობას ღიად ამხელს – “მთავარი არხის” მიერ გავრცელებელი ჩანაწერებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს და მისივე ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. დოკუმენტებში დეტალურაა აღწერილი პირადი სატელეფონო საუბარები, მათ შორის პირადი ცხოვრება. ჩანაწერებში მონაწილე პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა, რომ ამგვარი შინაარსის საუბრები ნამდვილად შედგა, რაც მათთვის კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა, რომ სახელწმიფო მათ უსმენს.

“სუს-ის დაშინების მექანიზმი, რომლის თავში ქვეყნის ყოფილი პრემიერი დგას” – ასეთია ოპოზიციის პირველი შეფასება ხმაურიანი დოკუმენტების გავრცელების შემდეგ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სუს-ი ივანიშვილის პირად უწყებად გადაიქცა, რადგან უთვალთვალებენ ყველას, ვინც “ქართულ ოცნებას” უპირისპირდება. ოპოზიცია ახლა ითხოვს, სახელწმიფომ გავრცელებულ ბრალდებაზე დროული პასუხი გასცეს.

გუშინდელი ჩანაწერების შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგა ქვეყნის პირველი პოლიციელი, რომელსაც არ აქვს განცდა რომ უსმენენ. “ქართული ოცნების” წევრები კი ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ამბობობენ მხოლოდ იმას, რომ “მთავარი არხის” გავრცელებული დოკუმენტები  მორიგი ფეიკ ნიუსია. უმრავლესობა დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სუს-ში მოსმენების მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.