პროტესტი თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას – აქცია კულტურის სამინისტროსთან | 02.08.2021

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში არსებული უნიკალური საგანძურის დაცვის მოთხოვნით ხელოვნების სფეროსა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა  კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათ  თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს და მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქართულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში ცენზურა აღარ დაბრუნდება.  აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კულტურის სამინისტრო თვითნებურად გეგმავს ეროვნული განძის ხელყოფას და მისთვის ადგილის შეცვლას. პროტესტის მონაწილეებმა   კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს საჩუქრად სათამაშო მიკროფონი გადასცეს.