ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა | 02.08.2021

ქვეყნაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიური შემთხვევების რაოდენობით საქართველო ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ მდგომარეობას გაუთანაბრდა. ქვეყანაში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში  ვირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 8%.  ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას პირბადის ტარებას  და სოციალური დისტანციის დაცვას ურჩევენ. რაც შეეხება ვაქცინირებულების სტატისტიკას, სულ აცრილია – 506 000-ზე მეტი ადამიანი.  დღიურად აცრილია – 11 126 პირი.