ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისაგან. ქვეყნის მთავარი საერთაშორისო მოკავშირის ოფიციალურ საიტზე პირდაპირ წერია რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არაა, რადგან ქვეყანაში რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობაა, რამაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს. სახელმწიფო დეპარტამენტის ამ შეფასებას არ იზიარებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა ამბობს, რომ ამერიკის ასეთი შეფასება კორონავირუსისა და ოკუპირებული ტერიტორიების გამოა გამოწვეული.