თეა წულუკიანს ხელოვანები უპირისპირდებიან. ლიტერატურულ პრემია “ლიტერას” ერთმანეთის მიყოლებით ნომინანტები ტოვებენ. ავტორების პროტესტის მიზეზი წულუკიანის მიერ ჟიურიში დანიშნული წევრი გახდა.
წელს პირველად „ლიტერას“ ჟიურის 5-დან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე –იოსებ ჭუმბურიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დანიშნა. ლიტერატურული პრემია “ლიტერას” 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარმოდგენილი. ნომინაციისთვის – „წლის საუკეთესო დებიუტი“ აღარ იბრძოლებს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი. ლიტერას გრძელი სიიდან წიგნი მოხსნა ჟურნალისტმა რატი მუჯირმა. პრემია დატოვა ასევე მწერალმა ნათია გიორგაძემ. მან თავისი წიგნი „ხმის მატარებელი“ კონკურსიდან მოხსნა. ეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ხელოვანთა მხოლოდ მცირე ნაწილია. ბოლო რამდენიმე დღეა მწერლები სათქმელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ამბობენ.