“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რუსული დიქტატურა დამყარდა. მისივე თქმით, ბოლო ერთი თვე მედიისთვის აღმოჩნდა უმწვავესი, რასაც კრიტიკულმა მედიამ ძალიან კარგად გაართვა თავი და მისი მოვალეობა შეასრულა.”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, არხი სპეციალურ რეჟიმში მუშაობას ასრულებს და გადადის მწვავე კრიტიკული გაშუქების რეჟიმზე.