“ქართული ოცნების” მორიგი ე.წ გადაგდება და ტრიუკი, რომელიც მმართველმა პარტიამ ამჯერად შარლ მიშელს ჩაუტარა. “ქართულმა ოცნებამ” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა. ამ თემაზე განცხადება უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან “რადიკალურ ოპოზიციას” დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. მისივე განმარტებით, არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია შეთანხმებას ხელს არ აწერს ქვეყნის ინტერესბითვის დამაზიანებელია. შეთანხმების ანულირების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, თუმცა, როგორც “ქართული ოცნება” ამბობს “მათი კეთილი ნაბით”, მმართველი გუნდი მზად არის, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს.