ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისშია. რიკ დემსის ვიზიტი კანონმდებლებთან შეხვედრით დაიწყო. ის “ქართული ოცნების” და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილა. პარმალენტში გამართული შეხვედრები მან მედიასთან ბრიფინგზე შეაჯამა. თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია. დემსიმ ისაუბრა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების აუცილებლობაზეც და პოლიტიკურ ლიდერებს ურჩია, თამაში შეწყვიტონ. პრეზიდენტმა ვრცლად განიხილა 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც და აღნიშნა, რომ ის რაც მოხდა მიუღებელი იყო.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების გარდა, რიკ დემსისთან გამარულ შეხვედრებზე საუბარი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო. მმართველმა პარტიამ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უკვე მოიწვია. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაც.
მედიაზე თავდასხმა, წინასაარჩევნო გარემო, შარლ მიშრლის შეთანხმება – საკუთარი პოზიციები ამ თემებზე, ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო ოპოზიციამაც. მმართველი გუნდის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ დემსის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორების არსებობას.
რიკ დემსი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხვდება პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებსაც. მისი ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.