თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე, დღეს ასფალტის საფარი ჩაინგრა. მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მიყვანილ მძიმე ტექნიკასაც მიწა გამოეცალა და ჩავარდა. როგორც ირკვევა დაზიანდა 400 მილიმეტრიანი კომპანია GWP-ს კუთვნილი წყლის მილი, რამაც მიწა გამორეცხა. ადგილზე რჩება კომპანიის ტექნიკა და მერიის შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.