ახალი სამოქალაქო მოძრაობა -“20 ივნისი”. პრეზენტაცია დღეს, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში გაიმართა. როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ისინი არ უღალატებენ 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო იდეალებს და იქამდე იბრძოლებენ ვიდრე არ მოხდება საქართველოს დეოკუპაცია, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება და დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა. მოძრაობის წევრები ის სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომელებიც, 2019 წლის 20 ივნისის აქციებში მონაწილეობდენენ, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დღემდე ქუჩაში აპროტესტებენ.