არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა | 24.07.2021

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძეს ინტერვიუს მიცემის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, პარკინგზე მიმდინარე ჩაწერისას, ადგილობრივი მაცხოვრებელი ავტომობილით დაპარკინგდა და მანქანიდან გადმოსულმა პოლიტიკოსს გინებით მიმართა. დეკანოიძემ შეურაცხყოფას არ უპასუხა, თუმცა პატრულის გამოძახებით დაემუქრა გამვლელს, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი ადგილს მალევე გაეცალა.