კორონავირუსის მეოთხე ტალღა, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო აგრესიულად უტევს – ჯანდაცვის სფეროს მუშაკები უკვე აღარ მალავენ, რომ ეპიდვითარებამ კვეთრი გაუარესება დაიწყო, რისი მთავარი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი ტემპია. ინფიცირების დღიური რიცხვი, რომელიც უკვე დიდი ხანია გადასცდა 2 ათასს, ექსპერტებს უჩენს მოლოდინს, რომ უახლოეს პერიოდში ვითარება უფრო საგანგაშო გახდება. კრიტიკის პასუხად კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმაო რაოდენობაა, თუმცა დღიურად მხოლოდ 7 ათასი ადამიანი იცრება.
ვაქცინაცია, რომ ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა არის, ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება, თუმცა მოსახლეობას ახსენებენ, რომ ვირუსით შესაძლოა ვაქცინირებულ ადამიანიც დაინფიცირდეს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ მიუხედავად გართულებული ეპიდვითარებისა, ხელისუფლება მკაცრი რეგულაციების შემოღებას ჯერ არ განიხილავს.
უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 2 261 ადამიანი დაინფიცირდა, 18 კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.17%-ია. მკვეთრად გაზრდილი ინფიცირების ფონზე ჯანდაცვის უწყებამ დამატებითი საწოლებისა და ჰოლპიტალების მობილიზება უკვე დაიწყო.