კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ინციდენტი სენაკის თეატრში მოხდა. “მთავარი არხის” ჟურნალისტი მინისტრთან კითხვების დასასმელად მივიდა, თუმცა თეა წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა.
“არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”, — დაწერა მოგვიანებით წულუკიანმა Facebook გვერდზე და “მთავარი არხის” მიკროფონით საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა. კულტურის მინისტრი “მთავარი არხის” მიკროფონით ავიდა თეატრის სცენაზეც.