საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წაახალისონ. კალაძემ მისი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას მედია ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობამ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე საუბარი უნდა შეწყვიტოს და მედიასთან საქმიანი ურთიერთობების რეჟიმზე უნდა გადავიდეს.