შარლ მიშელის გზავნილები დღეს პოლიტიკური განხილვების ერთ-ერთი მთავარია თემაა | 20.07.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გზავნილები დღეს პოლიტიკური განხილვების ერთ-ერთი მთავარია თემაა. პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ 19 აპრილის დოკუმენტის შესრულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარი გასაღებია.  ოპოზიცია თვლის, რომ მიშელი საკმაოდ კრიტიკული იყო “ქართული ოცნების” მიმართ.  ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ  უზნაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით, შეთანმხებ ადაარღვია, რაც შესაძლოა სანქციების დაწესების მიზეზი გახდეს. ოპოზიციის ნაწილი, დღეს “ქართული ოცნების” გარდა, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაში,  “ნაციონალურ  მოძრაობასაც” ადანაშაულებს და მათ დოკუმენტის ხელმოწერას ურჩევს. თავად “ნაციონალურ მოძრაობაში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ  შეთანხმებაში ჩადებული ამნისტია, მათთვის მიუღებელი იყო, რის გამოც დოკუმენტს ხელი არ მოეწერა.