სასამართლო რეფორმის საკუთარი ხედვა პარტია “ლელომ”, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, მათ აქვთ რამდენიმე ინოვაციური იდეა, თუ როგორ უნდა განხორცილდეს მართლმსაჯულების სისტემაში ძირეული ცვლილებები, რომ სასამართლო მმართველობა სამართლიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს.