მედიაზე განხორციელებული ზეწოლა აქციით გააპროტესტეს ბათუმში, სადაც დღეს საერთაშორისო კონფერენცია იმართება. სასტუმრო “შერატონთან” მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შეიკრიბნენ.
“გამოიძიე”, „არა ავტორიტარიზმს“, „თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოება“ – აქციის მონაწილეები სასტუმრო “შერატონთან”, ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მივიდნენ. ისინი ითხოვენ დაისაჯონ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვოს.