მაშველებმა ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გაუჩინარებული ორი მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომლის მიერ ჩატარებული უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდა. ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის ორი გზააბნეული მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდათ. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება მოუწიათ.