“ევროპული საქართველო” მთავრობის მიერ შეზღუდვების შესაძლო დაწესებას ეხმაურება და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც ახალი რეგილაციების დაწესების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობას ვაქცინაციის პროცესის ჩაგდებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება შეზღუდვების შემოღებას პოლიტიკური ამოცანებისთვის გეგმავს.