ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა საგამოძიებო უწყებას 5-6 ივლისს გადაღებული ვიდეომასალაც გადასცა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მის მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში, აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას ღიად მოუწოდებენ ძალადობისკენ, რაც არის დანაშაული და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.