“საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ და ვინც თავს ესხმის მოქალაქეებს,” – ასე აფასებს 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ამერიკის ელჩი. კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს.