გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ხმაური პრემიერის სახლთან | 16.07.2021

ხმაური და დაპირისპირება იყო პრემიერ-მინისტრის სახლთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ღარიბაშვილის სახლთან წარწერების გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავა. გადადგეს მკვლელი ღარიბაშვილი და დაისაჯონ მოძალადეები – ასეთია აქტივისტების მოთხოვნა.