ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩის მწვავე გზავნილი „ქართულ ოცნებას“ | 15.07.2021

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების მწვავე გზავნილი მმართველ პარტიას. ელჩები,  5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვირებით შს მინისტრს, პრემიერს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს საგანგებო  წერილით მიმართავენ. წერილში ისინი ხზელუსუფლებას უზიარებენ შეშფოთებას,  ბოლოდროინდელ მოვლენებთან, დაკავსირებით,  რომლებმაც  ელჩები სშეფასებით, ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და  საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. დიპლომატები წერენ, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. არ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების საკმარისი დაცვა.