“ლექSOSთვის დაისაჯონ დამნაშავეები”- მდუმარე აქცია ბათუმში | 13.07.2021

“ლექSOSთვის”, “დაისაჯონ დამნაშავეები”- ამ მოწოდებებით ბათუმში  ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს, ისინი ევროპის მოედნაზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. მოთხოვნებს შორისაა პრემიერ-მინისტრის გადადგომა. აცხადებენ, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებებმა წაახალისა ძალადობრივი ჯგუფები.ჟურნალისტების თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები არის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა და პირდაპირი დარტყმა მედიაზე. ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს ქუთაისშიც