თქვენ გარდააცვალეთ ლექსო ლაშქარავა, თქვენზეა პასუხისმგებლობა – მეუფე ანტონი ჟურნალისტებს | 13.07.2021

“თქვენ გარდააცვალეთ ლექსო ლაშქარავა” – ამ სიტყვების ადრესატი მედიაა. “ტვ პირველის” ოპერატორის დაკრძალვის დღეს,  ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა  ჟურნალისტები ძალადობისა და გარყვნილების წახალისებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ რაც 5 ივლისს მოხდა დავიმსახურეთ. მეუფე ანტონის განმარტებით, სასულიერო პირები ძალადობრივ მოწოდებებს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სიმართლის დაცვა უწევთ. ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი კი ფიქრობს, რომ  5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის, ჟურნალისტებმა.