ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად – კელი დეგნანი | 12.07.2021

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და პრემიერის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა იდგეს ქვეყნის სათავეში. ელჩი ოპერატორის გარდაცვალებას შოკისმომგვრელს უწოდებს და  ამბობს, რომ ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, დაუშვებელია. კელი დეგნანის შეფასებით  ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა.